დერბი ქრაში

ლოს-ანჯელესური პანკ-ჯგუფის, The Germs-ის ფრონტმენი – დერბი ქრაში ( ნამდვილი სახელი და გვარი იან პოლ ბიმი (Jan Paul Beahm) გამოირჩეოდა უჩვეულო პოეტური ხელწერით, რომელიც ნიჰილიზმსა და ეგზისტენციალურ მოტივებს პანკის უხეშ, დაუმუშავებელ ესთეტიკასთან აერთიანებდა. მისი ტექსტები სცდებოდა პანკისთვის დამახასიათებელ პირდაპირ პროტესტს და ხშირად ადამიანის შინაგან გაორებას, გაუცხოებასა და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილებას ეხებოდა.
დერბი ქრაშმა 22 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (7 დეკემბერი, 1980). მეორე დღეს ჯონ ლენონი მოკლეს (8 დეკემბერი, 1980). ლენონის მკვლელობამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო და ქრაშის სიკვდილი ფართო საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.
„Manimal“ (“ორბუნება”), The Germs-ის ერთადერთ სტუდიურ ალბომში, (GI) (1979), შესული სიმღერაა. ჯოან ჯეტის პროდიუსერობით ჩაწერილი ეს ალბომი მეინსტრიმის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა ამერიკული პანკისა და ჰარდკორის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩანაწერად იქცა.
