Saturnheads


უკმარისობის ორკესტრი

ყოველდღიურად

როცა საწოლის ქვეშ სუნთქვის უკმარისობის ორკესტრი იბადება

და ჭერიდან ხმები ზეთივით წვეთავენ

მაგონდება რომ არავინ ვარ

ზუსტად ისე

როცა ერთხელ სარკეში ჩავიხედეთ

და დამრჩა შთაბეჭდილება 

რომ სარკემ არასწორად დაიმახსოვრა შენი სახე

და მერე როცა ალაპარაკდი 

მივხვდი

ისინი არ ყოფილან შენი სიტყვები

ალბათ უცხო ენის ქვაბში

დაიფერფლა შენი ამბავი. 

შიგნით 

ანგელოზი ფრთებს კარგავს

ოდესღაც იყო მაგრამ მერე გაქრა 

ის ილუზია რომ როცა ჩრდილი სიარულს სწავლობს

პირველ რიგში შენგან გაქცევას ცდილობს

მაგრამ მას არა აქვს საკუთარი ნება

და იგი იძულებულია შენს გზაზე იაროს.

დაზაფრული ცდილობს ექიმივით შენი სიზმრები მაინც შეაჩეროს

სანამ კარები იღება და მას შიგნით

ყველაფერი ცეცხლად იქცევა.

თეონა კომახიძე


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading