როცა ვთქვი, რომ მეტად აღარ მომწვდება, მაშინ გაცხადდა საიდუმლო და კვლავ ძველისძველ ადგილს წამიყვანა – არც ბაღები არც მანათობელი სულები, არამედ მხოლოდ ღამე, რომელიც გამუდმებით იმეორებს თავის თავს, ვერ წყვეტს ღამეობას და არაა ბრალი მასში, არამედ სუფთაა მისი მუსიკა, დაწმენდილი ქარი, რომელიც მიმოფანტავს მტვრის ნაწილაკებს ჩემს დამრეც სიტყვებზე და როცა ღამემ თავისთან წამიყვანა, სიტყვა კვლავ განაგრძობდა ჩემში ცხოვრებას, მაგრამ ისევ ნაკლულად, ისევ თავის თავს ეჯიბრებოდა და თანდათანობით ილეოდა მისი შინაარსი, ფორმა კი გაუსაძლისი ხდებოდა.. და მაშინ ვფიქრობდი: “რა არის ეს?” ‘გამოფატრული ლოდები ჭიშკრის ზღურბლზე, თითქოს ისევ ახლოს ვარ ამ საზღვრებს გავცდე, რასაც სხვა დაარქმევს სიგიჟის კლდეს, კლდე რბილდება და მე მასში შევდივარ, როგორც ზეთი წყალში, რა არის მეორე მხარეს? სიტყვების ეშაფოტზე გამუდმებით ავდივარ და ჩემი თავი ყოველჯერზე მიგორავს დაღმა; ჩემი ჯალათი ნაზია, ის მკოცნის შუბლზე და მისი მარჯვენა სიყვარულით მეხება კისერზე.
ამ სამყაროში არის საგანი, რომელიც დაიტევს სიცარიელეს. აქ პირველად მოვხვდი, ადგილას, სადაც არაფერი დაივანებს, არაფერს სტკივა და ეღვიძება. . და მაშინ მივხვდი, ღმერთო, რადგან სრული სისავსე ხარ, ყოვლისმომცველი სიცარიელეც შენ იქნები, მაგრამ ასევე ვგრძნობდი, რომ თავად ვიყავი ეს ადგილი, მისი მთლიანობა. მაშ, შენ მართლა იყავი ჩემში,
ამან მანუგეშოს ყველაზე შემზარავ ადგილას?


Leave a Reply