ძვალი თეთრი კი არა, გაყვითლებულია, თავის ქალა კი ქარში გაბერილი
მთლიანად წამოცმული ჯადოქრის ხის კვერთხზე
თვალბუდეებიდან ნელა და უწყვეტად ჟონავს
წვრილი მოლივლივე კრისტალების ნაკადი
ცრემლებივით ეშვება ეროზიით შეჭმულ ძვალზე
კვერთხის ძირას მიწა დაფარულია
პაწაწინა კრისტალური ყვავილებით
რომლებიც მხოლოდ წამით იფურჩქნებიან და შემდეგ იმსხვრევიან
სინათლის ხმაზე
მსხვრევის წამს წინასწარმეტყველის თვალი
მთელ სამყაროს ხედავს და კვლავ მტვრად იქცევა
ხილვის იმ წამს
ნებისმიერ არსებას შეუძლია გაიზიაროს სრული ხილვა
ნებისმიერ არსებას რომლის თვალებიც იმ გამოუთქმელ წამს
სრულად გახელილია
თარგმნა სკა ინდიგოთმა


Leave a Reply