ფართოდ გახელილი მედუზების თვალებით ეფლობი ძილში
მჟავიანობა ნესტოებში და ..
დღე უკნიდან გიყურებს.
როგორია როცა სხვებით ჯიბეები სავსეა?
ალბათ ისეთივე როგორც ძველი,
დავიწყებული..
მზესუმზირის ჩატოვებული მარცვლების მსგავსი.
გაფილტრე მისი წვენი გადაღლილი ქვიშის სიზმრები
ვინ მოგიტანს დაძინებას როცა აქ ქარის ქვეშ დგახარ და ცხვრებს ითვლი?
უკნიდან გამოხედა სიმინდებში ჩატეხილი ხმა და გაქრა…
ის არ მოვა.
მისი სიზმრები სხვა ჭებს ავსებს.
ხავსზე ჩამწვარ სხვა
სხვა ხმას ყნოსავს.
მზით დამწვარ ფეხისგულებს ჩაეხუტე როცა სახურავი გაიღება
და….
ყვითელი თასმა მეგობრის დასპირტულ სიტყვებს ყვირილს პარავს და დღეს დღეც მოკვდა.
ფართოთ გახელილი მედუზების თვალებით ეფლობი ძილში….


Leave a Reply