Saturnheads


ტეკილა

მარტივად წერეო მწვანე ხეში გაკანებული მეუბნებოდა.
სხვის სიზმრებს გავყევი დღეს და გამახსენდა რომ მარტივად კი არა
საერთოდ ვეღარ ვწერ.
თაროდან დამაყარა ფრაზები სიგარეტის ბოლო ნაფაზმა და კედლები რომელიც ახალ სახლს აქვს არ იყო ის შვება რომელიც უნდა ქონდეს თაროდან დაცვენილ ფრაზებს.
სუნში მაინც..
გამხდარი მეგობარი შორიდან და იმაზე უფრო გამხდარი მისი და ჩემი მეგობარი
ფანჯრებში რძისფერ სივრცეს მოაქვს.ვიღიმი.
შორია მაინც მათი სხეულები და ღიმილი ღიმილად რჩება ჰაერში რომელიც აღარ მინდა შევიყნოსო.
ხოოდა..დღეს სხვის სიზმრებს გავყევი.
რატომაა შენი დღე ასეთი სტაფილოსფერი?
გრძელვადიანი საკუთარი თავი?
ემბრიონებივით ვაკუუმშია შენი ყველა მცდელობა გადახტე სახურავის ასფალტში მაშინ როცა მიწაზე ქვევითაა ცაც.
ხოდა მოდი ახლა ტეკილა აღარ იყოს არაყზე უფრო პრესტიჟული ჩვენი ჯიბისთვის და მექსიკის კაკტუსივით დავიჩხვლიტოთ უბრალოდ ქარები. აღარასოდეს წავიკითხოთ ეზრას ლექსები და..
აღარასოდეს,აღარასოდეს ჩავეხუტოთ მწვანე ხეებს!
ეს ადვილია.
მარტივად წერა-არა. ჟანგი გადაისვა პირზე.მახსოვს არაფერი ქონდა ძვლებში დასათესი რომ მარწყვი არ მოდებოდა ფილტვებში და ის შეეგუა. მიწას აეკრო.
გაზაფხულზე მისი წითელი ფილტვები მარტოა და ჩემი ოქტომბერი მას ჰაერს ართმევს.
არ ვეუბნები მაგრამ ამიტომ აღარ ვწერ. არ გვყოფნის ორივეს გაგუდული სივრცე.
რომანტიკულად განწყობილი სხეულები პრეზერვატივივით მრავალჯერადად
და მე ჩემს ოქტომბერსაც ერთჯერადად ვხმარობ.
რატომაა შენი დღე ასეთი სტაფილოსფერი მისი კი ასეთი მწვანე და გაკანებული ხეებში?
გრძელვადიანი საკუთარი თავი?
დღეს სხვის სიზმრებს გავყევი.გითხარი უკვე.
წითელი მტვერი გადამეკრა ბათინკზე და მარტოობა აღარ იყო ისეთი მტკივნეული .
მერე რა რომ ჩემი გამხდარი მეგობარი და უფრო გამხდარი ჩემი და მისი მეგობარი
არ უსმენენ ახლა ჩემთან ერთად Tiger lillies -ის Maria-ს
მარტივად წერეო მწვანე ხეში გაკანნებული მეუბნებოდა ის და ეს მახსოვს.
ტეკილა უნდა გადავისვა პირზე და ფიტვები უნდა დავიჩხვლიტო.
დღეს.არა,რაღა დღეს,ახლა!
სხვისი სიზმრები პრეზერვატივია.მრავალჯერადი გამოყენების ფუნქცია არ მოყვება
და…

მირკანი


პასუხი

  1. 여자 ავატარი
    여자

    💜💜

Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading