ვისხედით სადგურში ჯოან ელისის კაბის ქვეშ.
სიცხე და შიში გვეწეპებოდა ყვრიმალებზე როცა თმას იწევდა თითებით ჯაზის გაგუდულ ემბრიონზე.
მოძრაობა მოძრაობა და ლიანდაგებზე კოკა_კოლას ცარიელ ბოთლებზე ქარი თავს ურტყამს..
ჯოან ელისის კაბის ქვეშ.
ჯოან ელისის კაბის ქვეშ სხეული უმოძრაოა.ცარიელი წყურვილი იყოს მზისკენ მიმართული ჩვენი ხმა.
ბობი მაშტაბურ კატაკლიზმებს განიხილავს.
ბობი გაზეთში სენდვიჩს ახვევს და ჯოან ელისს კარტის გაშლას სთხოვს.
(მოხუცებს მათთვის არსად მიმავალ სადგურებში ყოველთვის მოლოდინის რეჟიმი რატომღაც მშვიდი აქვთ იღლიებში ოფლთან ერთად შენახული და მზერა ეჭვით გაპარსული)
ჯოან ელისს,
როგორ ფიქრობ ბათინკებზე მტვერი ვაგონების მოსვლამდე გაგვყვება თუ გამოშრება?
შენი კაბის ქვეშ სიზმრების ფქვილი სევდას ჰგავს.
მოძრაობა..მოძრაობა..
ქარი ცარიელი ვისკის ბოთლებს თავს ურტყამს.
კორპუსები ელექტრო ხაზებით
შორიდან ბუზებივით ახმაურებული
მინიატურები
კაქტუსებივით მჩხვლეტავი გახსენებაა სადაც პოეტი მოკვდა ახლა და სადღაც მწერები მწვანეში დაღვრილ რძის კულტს ქმნიან.
ჯოან ელისს,
სიმინდის არც ერთი ტალღა ქვებს თავს არ წამოაყოფინებს რომ მზერა სიცხეს შეუგროვოს.
შენი კაბის ქვეშ სიზმრების ფქვილი დაღლას ჰგავს.
ბობი…
(მოხუცებს რატომღაც სიძველის სუნი უკანკალებთ როცა გული უჩქარდებათ)
ბობი…
გაზეთში გახვეული სენდვიჩი პოეტის სიკვდილში დაიღეჭა.


Leave a Reply