ვცდილობდი მატერია შემყვარებოდა.
ნიშანი მივაკარი სარკეს:
,,არ შეგიძლია გძულდეს მატერია და გიყვარდეს ფორმა.”
სიცივის მიუხედავად, მშვენიერი დღე იყო.
ჩემთვის კი, არაჩვეულებრივად ემოციური ჟესტი.
…შენი ლექსი:
,,სცადა, არ გამოუვიდა.”
ერთი ნიშანი მეორეს მივაკარი:
,,ტირილი, ოხვრა, თვითგვემა, ტანსაცმლის შემოგლეჯა” –
შესაყვარებელი საგნების სია:
,,სიბინძურე, საჭმელი, ნიჟარები, ადამიანის თმა.”
… ვთქვი:
,,ზედმეტად უგემოვნოა “.
შემდეგ ნიშნები ავურიე.
აიააიააა-
იკივლა ცარიელმა სარკემ.
თარგმნა ჟანა ანანიძემ


Leave a Reply