Saturnheads


ბებრისკონკა

ასე ცხოვრობ,როდესაც
გულგრილი ხარ…
როგორც მე: მაღალი ნეკერჩხლის ხეების ჩრდილქვეშ გრილ კენჭებზე.
მზე ჩემამდე თითქმის ვერ აღწევს.
ზოგჯერ ადრეულ გაზაფხულზე შორიდან ამომავალს ვხედავ,
როდესაც ხეს ფოთლების საფარი მოსავს
,მთლიანად იფარება.
უბრალოდ ვგრძნობ მის სიკაშკაშეს ფოთლებს შორის მერყევად,
თითქოს ვიღაც, მინის ზედაპირს ურტყამდეს რკინის კოვზს.
ცოცხალ არსებებს ერთნაირად არ სჭირდებათ სინათლე.
ზოგიერთებს მხოლოდ საკუთარი სინათლე გვათბობს: ვერცხლის
ფოთოლი,როგორც გაუკაფავი ბილიკი შევერცხლილ ტბის ზედაპირზე, სიბნელეში
მაღალი ნეკერჩხლის ქვეშ…
ეს ყველაფერი უკვე იცით…
და თქვენც,ვინც ფიქრობთ, რომ სიმართლისთვისა და სიყვარულის საზიარებლად
ცხოვრობთ _
ყველაფერი ცივია…

ლუიზ გლიკი

თარგმნა ჟანა ანანიძემ


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading