Saturnheads


კირკეს გრძნეულება


ღორად არავინ გადამიქცევია.
ზოგიერთი ადამიანი თავისთავად ღორია;
მათ ვაძლევ ღორულ სახეს.
მომბეზრდა თქვენი სამყარო,
რომელიც ჩემს შინაგანს გარეგნულად ნიღბავს.
თქვენი კაცები არ ყოფილან ცუდი კაცები;
თავაშვებულმა ცხოვრებამ უქნა ეს,როგორც ღორებს
ჩემმა და ჩემი მსახური ქალების ზრუნვამ ისინი დაატკბო.

შემდეგ ავხსენი ჯადო,რათა მეჩვენებინა ჩემი სულგრძელობა და გრძნეულება.
დავინახე.
აქ ბედნიერები ვიქნებოდით,
როგორც ქალები და კაცები,როცა მათი მოთხოვნილებები უბრალოა –
ერთად ყოფნა.
ვიწინასწარმეტყველე შენი წასვლა .
შენი ქმარი, ჩემი დახმარებით, ამაყი
აბღავლებული და აზვირთებულია ზღვასავით.
შენ ფიქრობ?
ცრემლებმა გამანაწყენეს?
ჩემო მეგობარო, ყველა გრძნეული პრაგმატულია გულით;
ვერ დაინახავ მნიშვნელოვანს, თუ არ შეგიძლია პირისპირ დაუდგე
დაბრკოლებებს.
თუ მხოლოდ შენთან მსურდა ყოფნა,
მე კი, შენი დატყვევება შემეძლო მხოლოდ….

კირკეს დარდი

და ბოლოს, შენს ცოლს ჩემს შესახებ ვაცნობე, უსხეულო ხმით,
როგორც ღმერთებს შეუძლიათ ისე.
იგი თავის სახლში,
ითაკაში იმყოფებოდა
მან ქსოვა შეწყვეტა
თავი უსასოოდ შეატრიალა, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ.
კვალი დავტოვე, რომლის ხმა ნებისმიერ საგანში ისმის.
ახლა ყველაფერი იცის, ვეჭვობ,ისევ დაზგას მიუბრუნდება.

როცა კიდევ ნახავ მოუყევი,
თუ როგორ ემშვიდობება ღმერთი.
თუ მის გონებაში ვარ სამუდამოდ-
შენს ცხოვრებაშიც მარადჟამს ვრჩები.

ლუიზ გლიკი

თარგმნა ჟანა ანანიძემ


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading