წითელი ჟანგის
ანაფხეკები ვჭამე,
თითქოს კარგად მაძღარი
დამმოძვრეს არქაულმა ტრილოგიებმა.
მისტიკა იყო ჩემი გადარჩენა,
ცელოფნის ფანჯარა – ჩემი ბუდე.
დედა ჩიტის პირში მოპოვებული საკვები,
ზოგჯერ დაცეხვილი ღერღილი.
მაგრამ მე მაინც ჟანგი ვჭამე,
რკინის ფარდა ვერ შრიალებმა
ფული გაიყინა,
გული გაიყინა,
ემოცია გაიყინა.
ჯვარცმული იყო ტყუილი.
სიმართლე იაფი ღირდა,
ტყუილი ძვირი.
ყოველ ჯერზე მსუყე ლურკმებით ვთქვეფდი – ჟანგი იყო ჩემი საზრდო,
რომელიც მძიმედ მოვინელე.
ვმალავდი რკინის სუნს,
კანზე მიმხმარი სისხლით.
ომობანას თამაშობდნენ ჩვენს მეზობლად,
ნაყიდი ჯარისკაცები.
მათ ჟანგი სისხლში გაუჯდათ.
სისხლით იწერებოდა ისტორია
და ყალიბებში ექცეოდა,
წითლისა და მწვანის-
ჭაობისფერი ალები…
ვერ დამწვარა ამ ცეცხლმა
მე ჟანგი ვჭამე და დიდხანს ვარწყევდი სინამდვილეს…


Leave a Reply