მაშინ,როცა ვისწავლე
თარგმნა არაცნობიერი დაფის –
ყველა ფიგურა თავის
თავს პოულობდა იმ ერთში,
სადაც ცარიელი ცა იყო
შავ-თეთრ მიტკალზე…
მივატოვე ღმერთი
და უკაცრიელ უდაბნოში
ხარი ჩავაბი…
ვალაგე სხვენი,
ხან კიდევ თავლა –
(დაბმული ვიყავი პროკრუსტეს სარეცელს…)
უღელი მაწვა,სიზმრები მჭამდა…
ხელი გავუშვი
საკუთარ ცრემლებს
და ტივივით ვტივტივებდი
ცარიელი ცის ზედაპირზე
შავ- თეთრ მიტკალში გახვეული ცნობიერებით…


Leave a Reply