მთელი ღამე აწვიმდა მიწის საფარს და პატარა კენჭებს,
რომლებიც იბერებოდნენ უცნობი სითხეებით
და ჩიტები საიდუმლო მოძრაობებს ასრულებდნენ ცაში
ნაცრისფერი, გულწითელა ჯარისკაცები.
გამთენიისას გამუდმებით რაღაც მღერის,
მაგრამ ამ ქმნილებებს ჯერ არ შევხვედრილვარ პირისპირ.
Immaculate
თითქოს გარშემო ყველაფერი უბიწოდ ჩაისახა
და არ იცის ამ ღამემ ცოდვა,
არამედ მხოლოდ თვინიერი სული, რომელიც დაივანებს
უშიშ ხორცში


Leave a Reply