Saturnheads


გაგონება


დიდი დრო ხარ ან დიდი მანძილი
შენი ძვლები – ფაიფურის ნაკეთობები.
არ გინახავს ათასობით კილომეტრის სიშორიდან მათი მსხვრევა
მისი ყვირილი არ გაგიგია
იდიოტო, ეს შენ ხარ პანიკაში
ეს შენი ხმებია და შენც აქ ხარ
ემზადები დილისთვის
და არც ის იცი, რომ უკვე გათენდა.
მარტო ხარ. წყლის ჭიქით ერთ ხელში. მეორე ხელში ვარდი გიჭირავს.
ქვები მოგონებებს ინახავენ
და შენ ქვებს ისვრი

მიწას, რომელიც წყალს იხსენებს და არა წვიმას.
და შენ, ვინც უსმენ მიწას და წყალს, ხედავ, როგორ ხავსდება ის ადგილები, სადაც სიმღერა შეწყდა, მაგრამ ხმა ისევ ხარობს. შენს თმაში ზღვისფერი ქარი ქრის და ის დროა, საკუთარ სიჩუმეს მოუსმინო, მეზღვაურო, შენი სახლი მიწამ შეჭამა, ნამჯის სახლი, კმაყოფილება, უკვალოდ გაქრობისგან, სადღაც ტრამვაი აჩერებს და აღარ იძვრის, მზის იმედად და მითების. ეწვის ფეხი, მისი ძვლები ვარვარებენ და ძლებენ.
შენი ლექსი ჰიპოთეზაა, ყველა ლექსი ვარაუდია ან არც, მტვრევა და მტვრევა, რას ფიქრობ, სად ხარ? იწვის ძველი რკინა, ჰეფესტოსის ქარხნის ნაგლეჯი, რომელმაც სახლი ააგო,
თუმცა კედლები შიგნიდან დაეკარგა.
მეც რკინის ხმა მაქვს,
როცა სიჩუმეს ვაბიჯებ და მექანიკური ლოცვა მესმის: „არ დაივიწყო, ვინც იწვოდა.“ ზღვარი იკვეთება, და მეზღვაური ისევ ეძებს სახლს.

სკა ინდიგოთი


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading