თავს იმით ვიმშვიდებდი
რომ შესაძლოა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა ყოფილიყო
ამაში კი ხშირად ვიყავი მართალი
2500 კვადრატული მიწა ფერმერისთვის
დიდი გამოწვევა არ უნდა ყოფილიყო
მაგრამ მე ფერმერი არ ვიყავი
ვიყავი მხოლოდ შთაგონებული
და ვისაც ერთხელ მაინც განუცდია შთაგონების ძალა
ის ყველაფერს მიხვდება
დილის შვიდ საათზე წამოვდექი უკვე ცხელოდა
იქვე ემალის ყვითელ თასში ხელები ჩავყავი და თბილი წყალი სახეზე შევისხი
გარეთ ჯერ კიდევ ყველაფერი სველი იყო
ცვრიანი
კვლებს შორის არხთან ჩამოვჯექი და სათითაოდ დავიწყე ფხვიერი მიწიდან ბალახების ამოთხრა
მხოლოდ მზემ რომ ძალიან დააცხუნა
მივხვდი რომ შუადღე მოახლოვდა
სახლში შევედი და უზარმაზარ ჭურჭლის გროვას შევავლე თვალი
წყლის დალევა მინდოდა და პირდაპირ ონკანიდან დავლიე
სადღაც ძველი ქუდი ვიპოვე მეზობლის
ჭილოფისგან მოქსოვილი
რომელიც ერთხელ ვითხოვე და არ დავუბრუნე
ველოსიპედი გამოვიყვანე და დავეშვი დაღმართზე
საშინლად ცხელოდა
მაგრამ უსწრაფესად მივქროდი და თვითონვე ვიყავი ქარი
მაღაზიაში შევედი და სიგარეტი ვიყიდე
ვიფიქრე იქვე მოვწევ მეთქი
მაგრამ დღეისათვის ველოსიპედი და თხელი კაბაც საკმარისი იყო
ადგილისთვის სადაც ისედაც არაფერი ხდებოდა
უბრალოდ მდინარეზე ჩავედი
და ცოტა ხანი გავირინდე


Leave a Reply