მე მინდოდა მომეყოლა როგორ იჯდა უსახლკარო თაგვი ხეზე
და ელოდა გათენებას
ნისლისფერი ლანდის ფრთებით
უსასრულო ცივი ზამთრის ღამეებში
როცა შავი ჩრდილი ყინვად ადევს თოვლის სიზმრებს და მის შიგნით იმალება
მოღუშული სიმღერები და ხეები ბრუნდებიან აბსურდიდან
ჩუმი რიტმით ისევ ისე მონოტონურ განწყობაზე
ჩემი სახლიც – თავშესაფრის ილუზია
შეშლილივით იფერფლება ჩიბუხიდან გამშრალ ფიფქებს
ნისლისფერო თოვლის ლანდო
როგორ შეგიძლია გაექცე გაყინულ ტყეებს
როცა შენს ღიმილს სიცივის სულები სუნთქავენ
რა მიზეზით უბრუნდები ბნელ ფანჯარას ყოველ ღამით ამ ავადმყოფ სამყაროში
ზამთრით სავსე სივრცის გზიდან


Leave a Reply