Saturnheads


ციკლები

მინდა მხოლოდ შავ ნივთებს ვჭამდე. მინდა, სიბნელეში მტოვებდე.

ჰო, ძნელია სუნთქვა. აღარ მინდა x-ს შევიგრძნობდე.

ამდენი სიტყვა სიტყვების არყოფნისთვის.

ზოგჯერ ვფიქრობ, ფერმენტი მაკლია, მწუხარებისგან გამოსაღვიძებლად. და ორგანოები ხეტიალობენ გლოვიდან გლოვამდე,

სანამ ალფას დაუბრუნდებიან.

ამდენი სიტყვა არყოფნისთვის, ჩემთან მყოფი სიტყვებისგან,

სიტყვები ჩემს შესახებ.

ვფიქრობ ჭამაზე ან მკვდრების მიღებაზე.

თავბრუსხვევის შეგრძნება თავის მდებარეობაა სივრცეში,

მწუხარების შეგრძნება ნიჟარის მდებარეობაა პოლარისამდე, 

ორი ღერძის გადაკვეთის წერტილი.

ისინი ამბობენ, რომ ვარსკვლავთა კონსტალაციები ზედმიწევნით ასახავენ

მიწისქვეშა ძვლების კონსტალაციებს.

პანიკისთვის ჯერ კიდევ გამოვდგები.

ყოველი დღე სეტყვაა, თითის წვერებზე ცეკვა.

შემდეგ ცხოვრებაში კვიპაროსად ყოფნა, არა, ბუმბულად ყოფნა, არა, მინდა ჩემი სული შენსაზე გადაიწეროს.

ჰო, ჩემს ჩრდილს  ეშვები აქვს.

ვებმები იმ ხაფანგებში, რომლებიც თვითონ დავაგე, როგორც ყოველთვის, თქვი ჰო, თქვი არა,

თქვი, შენს ტოტემს არ უყვარდები.

ყოველი დღე ბოლო დღეა,

ყოველი დღე ერთადერთია.

ეს ბილიკი ჩვენს თავში გადის,

შემზარავი ზომის ეშვები, ბზარები ბიოველზე.

როცა წყალში ვლოცულობ,  ლოცვა ჩემს ნიჟარას ფსკერამდე ძირავს.

სეანსი ტალღებში, ქიმერების მოხმობა, პუპაციის ციკლები, ტკივილის გაცემა

ღვიის ქვეშ, ძვირფასო დღიურო,

ჩემი თმები სავსებით მაკმაყოფილებს,

სილამაზეს სტატუს ქვოს თვალი ხედავს.

ყოველ ჯერზე, როცა ჰოს ვამბობ, მაგრამ არას ვგულისხმობ,

ყოველ ჯერზე, როცა არას ვამბობ, მაგრამ ჰოს ვგულისხმობ,

მაქვს განცდა, რომ ყველაფერი გავეცი,

განცდა,  რომ ყველაფერი გამოვიცანი,

იმუნური პასუხი ქალწულის კითხვაზე, ფიფქიას კითხვაზე,

რაც შეეხება ჩემს ნერვულ სისუსტეს, ყველა შოკი ახალ გზას აგებს.

ალკე შტახლერი

გერმანულიდან თარგმნა სკა ინდიგოთმა


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading