კარლ სენდბერგს ვკითხულობდით,
ის ძალიან ჩუმად გამოცემდა სიტყვებს, თითქმის ჩურჩულით,
იქ, იმ ადგილას, რომელსაც ბედისწერულს ეძახდა.
იქნებ ამ ლექსს მათთვის კითხულობდა,
ყველა ნაცნობი კარიბჭისთვის,
რომელიც იდგა ბავშვობის უცილობელ სიღრმეში..
აივანს შევხედეთ, სახლები სიბნელიდან გვითვალთვალებდნენ
მხოლოდ ერთი ბინიდან იფანტებოდა შუქის ნამცეცები,
ერთადერთი ნაცნობი ფანჯარა, რომელიც უმღვრევდა მეხსიერებას.
ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ჩანდა,
ამიტომ ლექსი სარკისებურად წაიკითხა.
ძალიან ცოტა რამ ვიცოდი მის შესახებ და მსურდა ასე დარჩენილიყო.
ვუთხარი კიდევაც, მე შევიყვარებ იმას, რაც არ ვიცი.
ქუჩის გასწვრივ ჩრდილების სიმაღლეზე გაწოლილი, თითქმის კალთაში ჩარგული თავი
ისე თითქოს ყოველთვის ასე მოვქცეულვარ, რადგან არ იყო ამ ღამის წინ სხვა ცხოვრება,
არამედ მხოლოდ ის ერთი, რომელიც დარჩებოდა იქ და არაფერს
შეურთდებოდა


Leave a Reply