Saturnheads


ბრინჯის მარცვლები

ცაში ჩამოკიდული ბრინჯის მარცვლები
სივრცეში გაჩერებული ჰაერის ზედაპირით უკან იხედება და თითებს უსვამს ზურგჩანთის თასმებს.
ჩვენ მივიწყებული ხელისკვრით ვაბიჯებთ ქვიშას და ვაბინავებთ არსად წასვლას.
არ შეგვიძლია ხერხემალი გავუსწოროთ ტყის სოკოებს და ამიტომ ერთმანეთისკენ ქვიშა გვრიყავს.
არ არის სახლი ბორბლებზე მოცურავე რომ თავისტკივილი პიტნის წვენში ამოვავლოთ.სევდა დავყაროთ ფოსფორებში და გავიტრუნოთ..
მაგრამ თენდება მზის გადაღმა ..
სიცარიელის გენეტიკური კასტრაცია სიზმრებში გვითრევს და ზურგჩანთებში იხედება.

ბრინჯის მარცვლები ბრინჯის მარცვლებში..

პირობითია ერთად ყოფნაც მაგრამ ერთად ვართ.
გვამებივით გადაგრეხილებს მეზობლის ფანჯრიდან გამოსული წვნიანის სუნი გვენატრება
და სექსი უკვე დაწყნარებული გახედვაა არაფრის მიღმა.
არაფრის მიღმა თმების სუნს მხოლოდ ნისლი შეიძლება ამჟღავნებდეს
და ჩვენც მივდივართ..
მივდივართ რელსებზე გაუმართავი მოლოდინით.
გაუგებარი ილუზიით.

ვიღაც მთვარის სპერმას დასდევს შეშინებული და ყურთან წივის მისი ჩაყვითლებული კივილი.
არ არის მარტივი მკერდი მიუშვირო უძირო ბალახების ჭას და ჩაყვინთო მათში თუ არ მოვა ვინმე რომ ხერხემალზე გადაგაფაროს რძე.
მივდივართ რელსებზე გაუმართავი მოლოდინით.
გაუგებარი ილუზიით.
და ახლა არ ვიცი ან არ იცი თვალებში რატომაა ჩატოვებული მშრალი სუნთქვა .
გადაგლეჯილი შიმშილი გვიყურებს სიბნელიდან ორი დიდი ჩაწითლებული თვალებით და გვეკითხება : ეი,აქ რას დაეხეტებით?!..
შენ კი დგები ზურგით ციცინათელებით გაკვანძულ ჰაერში და არ გინდა ფიქრი იმაზე თუ როგორ ჩამოგდის თავმუხლებიდან ყველა განცდილი მოგონება.
ბალახების ხელისგულებს უტოვებ მათგან დაწყებულ ჩრდილს და..
და რა არის შენთვის ,ძვირფასო , ღამის სიბნელიდან გამოსული სიგარეტის კვამლი მაშინ როცა მას მოაქვს წვიმის სიზმრები შენთვის ?
ქარზე დაბიჯება ისწავლე როცა სხეულიდან გადმოგდიოდა თეთრი ქაღალდის ყუთები უმისამართო მინდვრების მხარეს
მაშინ როცა არ იყო შენი ეს ღიმილი.
დათვლაც არ იყო რთული ყველა ცარიელი
კვანტური უჯრედების რომელსაც ქონდა ორგაზმის სუნი და..

ბრინჯის მარცვლები ბრინჯის მარცვლებში..
ცაზე დაკიდებული..
ცაში ჩამოკიდებული..

ძვირფასო,
არ არის რეალობა სადაც დატოვებულია სახლის ფორმით მილიარდობით თეთრი ბუზი
რომ იყოს ხმაური მხოლოდ ერთი.
ერთად ყოფნა პირობითია.
შენ შორდები ჩემს თასმებს!ბრინჯის მარცვლები ბრინჯის მარცვლებში..

ძვირფასო,
შენ შორდები ჩემს თასმებს..
შენ შორდები ჩემს დაწყებულ სიზმარს..
მაგრამ ჯერ კიდევ
ციცინათელებით გაკვანძულ ჰაერში შენი სხეული როგორც ელექტრო მინდვრები სიბნელიდან გამოსული სიგარეტის კვამლით თმებში მიძვრება და მოაქვს სიმშვიდე ჩაწითლებული თვალების უკან.
ჩაყვითლებული კივილის უკან..
და მე მივდივარ.
მივდივარ შეუჩერებლად გაუმართავი მოლოდონით და უკვე ნაკლებად გაუგებარი ილუზიით.
და საკუთარ თავს ვინ იცის მერამდენედ ვეუბნები: “ნეტა აქ რას დაეხეტები?!
არ არის სახლი ბორბლებზე მოცურავე რომ თავისტკივილი პიტნის წვენში ამოავლო.სევდა დაყარო ფოსფორებში და გაიტრუნო..
მაგრამ თენდება მზის გადაღმა ..
მაგრამ თენდება მზის გადაღმა..”

ძვირფასო…

მე და შენ
ეს სხვა მოგონებაა.

მირკანი


Leave a Reply

Discover more from Saturnheads

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading