ორბუნება

ამქვეყნად დაბნეული პანტერასავით მოვედი
გალიაში გამომწყვდევას ველოდი
მაგრამ ჩემში რაღაც ველური გადარჩა
და ბოლომდე ვერასოდეს მომათვინიერეს

გადავკვეთე სწორისა და მცდარის გზები
და ვიხილე, რა ფასად უჯდებოდათ ისინი ადამიანებს.
ვხედავდი მწყობრად მიმავალ ჯარებს
რომლებიც ცხოველებივით ხოხავდნენ

ამქვეყნად დაბნეული პანტერასავით მოვედი
გალიაში გამომწყვდევა მინდოდა
მაგრამ ჩემში რაღაც ველური გადარჩა
და ბოლომდე ვერასოდეს მომათვინიერეს

ევოლუცია მეტისმეტად ნელი პროცესია,
რომ ჩემი სულის გადარჩენა მოასწროს.
ზურგზე კი რაღაც არსება მაზის
და ვერაფრით მომიშორებია.

თუ მხოლოდ ცხოველი ვარ,
მაშინ ცუდს ვერაფერს ჩავიდენ.
მაგრამ მეუბნებიან, რომ ცხოველზე მეტი ვარ
ამიტომაც არ უნდა დავნებდე.



დერბი ქრაში

ინგლისურიდან თარგნა სკა ინდიგოთმა


დატოვე კომენტარი